თამარ ჩუგოშვილი - რუსეთი ცდილობს, საქართველო მუდმივ დაძაბულობაში, მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფოს
თამარ ჩუგოშვილი - რუსეთი ცდილობს, საქართველო მუდმივ დაძაბულობაში, მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფოს

ამ ნაბიჯებით რუსეთი ცდილობს, საქართველო მუდმივ დაძაბულობაში, მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფოს და ეს მტრის მხრიდან არც არის გასაკვირი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტების მიერ უკანონო ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნული ქმედებები აცდენილია საერთაშორისო სამართალს და საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული.

„ეს არის რუსეთის მხრიდან გამოხატულება, საქართველო მუდმივად წნეხში ამყოფოს, აი ამ ფორმით, როდესაც ანახლებენ მავთულხლართების ფიქსირებას და ამ პროცესში, როგორც წესი, ადამიანური ტრაგედიები ჩნდება ხოლმე, რადგან ხდება მათი გატაცება, დაკავება და შემდგომ ძალიან დიდი ძალისხმევა არის საჭირო ამ ადამიანების გამოსახსნელად.

ამ ნაბიჯებით რუსეთი ცდილობს, საქართველო ამყოფოს მუდმივ დაძაბულობაში, მუდმივი წნეხის ქვეშ და ეს მტრის მხრიდან არც არის გასაკვირი, ასეთი ქმედებები, რომლებიც აბსოლუტურად აცდენილია ყველანაირ საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო წესრიგს და არის უკანონო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ“, – აღნიშნავს თამარ ჩუგოშვილი.