თამარ ჩუგოშვილი - „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში გიორგი კვირიკაშვილს მამუკა ბახტაძე შეცვლის
გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ, რაც ლოგიკური გადაწყვეტილებაა და მიმდინარეობს პროცედურები ახალი პრემიერით მისი ჩანაცვლების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ინფორმაცია გიორგი კვირიკაშვილის გარიცხვის შესახებ სწორი არ არის, რადგან პრემიერ-მინისტრი შეიცვალა ქვეყანაში და ბუნებრივია, რომ შესაბამისი ჩანაცვლება მოხდება.
მისივე თქმით, პოლიტსაბჭოში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი პრემიერ-მინისტრი შეცვლის.
„გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ, რაც ჩემი აზრით, ლოგიკური გადაწყვეტილებაა და მიმდინარეობს პროცედურები ახალი პრემიერით მისი ჩანაცვლების შესახებ”, – განაცხდა ჩუგოშვილმა.
კითხვაზე, პოლიტსაბჭოსთან ერთად დატოვა თუ არა კვირიკაშვილმა პარტიაც, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მას ინფორმაცია პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ აქვს.