თამარ ჩუგოშვილი - ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების ვიზიტი ბრიუსელში ევროპასთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესის დაზიანების მცდელობაა
ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების ვიზიტი ბრიუსელში ევროპასთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესის დაზიანების მცდელობაა, – ამის შესახებ პარლამენტს ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტი პირველად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების საკითხს და ამ შეფასებისთვის მომზადებული ანგარიში არის ძალიან პოზიტიური.
მისი თქმით, ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს მიღწევები და ის რეფორმები, რომელიც ევროპასთან გვაახლოებს.
„ბოლო დღეების განმავლობაში გამოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება ძალიან ხვდება გულზე ოპოზიციას. უკვე ვნახეთ მცდელობა სხვადასხვა ანგარიშებზე საუბრით საზოგადოების აზრის მანიპულირების. დღეს კი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების ვიზიტი ბრიუსელში ემსახურება ერთადერთ მიზანს, როგორმე დააზიანონ ეს პროცესი და ქვეყანამ ვერ შეძლოს იმ დადებითი შეფასებების მიღება, რომელსაც იმსახურებს. ოპოზიციისგან ეს გასაკვირი არ არის, ადრეც არაერთხელ უცდიათ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს მათი მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.