თამარ ჩუგოშვილი - ნათია მეზვრიშვილთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადება არაეთიკური და შეურაცხმყოფელია
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არაეთიკურს და შეურაცხმყოფელს უწოდებს.
როგორც ნინო ჩუგოშვილმა აღნიშნა, ნათია მეზვრიშვილი არის ნამდვილად პროფესიონალი და თავდადებული საჯარო მოხელე.
„ეს განცხადება იყო სექსისტური, არაეთიკური, შეურაცხმყოფელი და მიუღებელი. ნათია მეზვრიშვილი, რომელიც არის ნამდვილი პროფესიონალი და თავდადებული საჯარო მოხელე, არ ეკუთვნის ასეთი დამოკიდებულება, თუმცა ბუნებრივია ასეთი ფრაზები არც ერთი ადამიანის მიმართ არ შეიძლებ იქნეს გამოყენებული. რაც შეეხება სამართლებრივ რეაგირებას, ვერ გეტყვით აირჩევს თუ არა მეზვრიშვილი სამართლებრივ გზას, თუმცა მას შეუძლია იდავოს სასამართლოში”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ“ გვერდზე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილთან დაკავშირებით სტატუსი გააზიარა, რომელსაც მიაწერა: „ესაა კარგად ცნობილი მსუბუქი ყოფაქცევის, ივანიშვილის ჯიბის “პროკურორი“.