თამარ ჩუგოშვილი მთავრობაში გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მთავრობაში გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილის „ფეისბუქ“ პოსტშია აღნიშნული.
როგორც ჩუგოშვილი წერს, თავის როლსა და ადგილს პარლამენტის გაძლიერებაში ხედავს.
„რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ჩემთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე ჩემს როლს და ადგილს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერებაში ვხედავ“, – წერს ჩუგოშვილი.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თამარ ჩუგოშვილი შესაძლოა, იუსტიციის მინისტრი გახდეს.