თამარ ჩუგოშვილი - მნიშვნელოვანია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სიტუაცია დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული სიტუაცია დაპირისპირებაში არ გადავიდეს და მხარეებმა ერთიანობა შეინარჩუნონ, რადგან ეს პირველ რიგში თავად სასამართლო სისტემას დააზარალებს.
“იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო და მგონია, რომ თვითონ სისტემისთვისაა დამაზიანებელი ეს დაპირისპირება. ვფიქრობ, პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული კომენტარები მხოლოდ აზიანებს ამ პროცეს. შესაბამისად, თავად შევიკავებდი თავს, იმის გარჩევაში შევიდე, თუ რა ხდება საბჭოს დახურულ სხდომაზე. ერთადერთი ვისურვებდი, რომ საბჭომ მოახერხოს და გარკვეული ერთიანობა შეინარჩუნოს ან მოიპოვოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული მოსაზრებები არ უნდა გამოითქვას, ან კრიტიკა არ უნდა იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს დაპირისპირებაში არ გადავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთლიანად სისტემა დაზიანდება”,- აღნიშნა ჩუგოშვილი.
რამდენიმე დღეა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს.