თამარ ჩუგოშვილი - გიორგი გახარიამ ნათლად თქვა, თუ დადგინდება უფლებამოსილების გადამეტების მასიურობა, აიღებს პასუხისმგებლობას, თუმცა მანამდე ეს უნდა დადასტურდეს
თამარ ჩუგოშვილი - გიორგი გახარიამ ნათლად თქვა, თუ დადგინდება უფლებამოსილების გადამეტების მასიურობა, აიღებს პასუხისმგებლობას, თუმცა მანამდე ეს უნდა დადასტურდეს

ჩვენი გუნდის პოზიცია საკმაოდ გასაგებია ყველასთვის, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ რამდენიმე მოთხოვნა და ორი ძირითადი მოთხოვნა არის დაკმაყოფილებული, ორივე ჩვენთვის და იმედია, მათთვისაც ძალიან სერიოზულია,  – ამის შესახებ ჟურნალსიტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომასა და საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებას.

„რაც შეეხება გიორგი გახარიას, საკმაოდ ნათლად და მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, რაც არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, ესაა გამოძიებულ იქნას ვანდალური აქტები და ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის წინ, შემდეგ კი, თბილისის სხვადასხვა წერტილში. ამ ყველაფერზე სამართლებრივი რეაგირება იქნება აუცილებლად და იქნება მკაცრი, ასევე, გამოძიება იქნება ძალის შესაძლო გადამეტების შემთხვევებზე.

ვფიქრობ, გახარიამ საკმაოდ ნათლად თქვა თავისი პოზიცია – მას შემდგომ, რაც გამოძიება ჩატარდება, თუ დადგინდება მასიურობა შსს-ს ან პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების, არაპროპორციული ძალის გამოყენების, ამაზე ის აიღებს პასუხისმგებლობას, თუმცა მანამდე ეს უნდა დადასტურდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.