თამარ ჩუგოშვილი -გამოვრიცხავ, რომ ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობას ვინმე გაექცეს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გამორიცხავს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე რაიმე ფაქტი დაიმალოს. როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, აღნიშნული საქმე ძალიან მძიმე და ემოციურია.
“საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე გამოვრიცხავ, რომ რაიმე ფაქტი დაიმალოს ან საზოგადოებას არასრულფასოვნად მიეწოდოს. ასევე გამოვრიცხავ, რომ რომელიმე პირი ამ საკითხში პასუხისმგებლობას გაექცეს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.