თამარ ჩუგოშვილი - ჩვენ ქვეყანას აქვს პოტენციალი, „ფრიდომ ჰაუსის“ რეიტინგში ქულები გაიუმჯობესოს და თავისუფალი ქვეყნების სიაში გადავიდეს
თამარ ჩუგოშვილი - ჩვენ ქვეყანას აქვს პოტენციალი, „ფრიდომ ჰაუსის“ რეიტინგში ქულები გაიუმჯობესოს და თავისუფალი ქვეყნების სიაში გადავიდეს

„ფრიდომ ჰაუსის“ რეიტინგში ქულები მნიშვნელოვანია, რადგან ამით აისახება ქვეყნების მდგომარეობა, ჩვენ ქვეყანას ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ ეს ქულა გაიუმჯობესოს და თავისუფალი ქვეყნების სიაში გადავიდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში „ფრიდომ ჰაუსის“ რეიტინგებში ცვლილება არ არის.

„ნახევრად თავისუფალი ქვეყნების სიაში რომ არ ვიყოთ, ამისთვის ბევრი რამის გაკეთება გვჭირდება. თავისუფალი ქვეყნების სიაში რომ აღმოვჩნდეთ, ამისთვის უამრავი რეფორმაა ბოლომდე მისაყვანი. რაც შეეხება ანგარიშიდან გამომდინარე პოლიტიკურ შეფასება, ეს მათი სუბიექტური შეფასებაა. იგრძნობა, რომ ქვეყანაში ორი პოლიტიკური სუბიექტია და მათ შორის მიმდინარეობს ძირითად პროცესები, ეს ამ ფორმით შეაფასეს მათ, ზედმეტ გარჩევებში არ შევალ. ქულა არის მნიშვნელოვანი, რადგან ამით აისახება ქვეყნების მდგომარეობა, მაგრამ ქვეყანას ნამდვილად აქვს პოტენცია, რომ ეს ქულა გაიუმჯობესოს და თავისუფალი ქვეყნების სიაში გადავიდეს, დიდი რაოდენობა ქულები არ გვაშორებს აქამდე. „ფრიდომ ჰაუსი“ საკმაოდ კრიტიკული ორგანიზაცია და მათ შორის ამერიკის მთავრობის მიმართაც. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც კრიტიკულად აფასებს ბევრ რამეს. არსებობს კრიტერიუმები, რომლითაც გვაფასებენ წლებია, წლების განმავლობაში იგივე ქულებს ვიღებთ, თუმცა გვაქვს გაუმჯობესების პოტენციალი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილი.

„ფრიდომ ჰაუსის“ 2019 წლის რეიტინგში საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.