თამარ ჩუგოშვილი ჩეხეთის ახლად დანიშნულ ელჩს პეტრ მიკისკას შეხვდა
თამარ ჩუგოშვილი ჩეხეთის ახლად დანიშნულ ელჩს პეტრ მიკისკას შეხვდა

საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, პეტრ მიკისკასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

„ჩეხეთის ახალი ელჩი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ჩვენი ქვეყნის როგორც საგარეო, ასევე შიდა პოლიტიკის საკითხებში. როგორც ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის ელჩს, ბატონ პეტრ მიკისკას სურვილი აქვს, უფრო გაააქტიუროს ჩვენი მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პარლმენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.