თამარ ჩუგოშვილი - არჩევნებში დავით უსუფაშვილის ჩართულობით საარჩევნო პროცესი უფრო მრავალფეროვანი გახდება
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დავით უსუფაშვილის ჩართულობა საარჩევნო პროცესს უფრო მრავალფეროვანს გახდის.
ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში კანდიდატებისგან დიდ პროცენტს ვერ წაიღებს, თუმცა მოსახლეობას უფრო მრავალფეროვანი არჩევანი ექნება. ვინც არჩევნებში მონაწილეობს, კონკურენტი ყველაა, მაგრამ არ მგონია, ამ შემთხვევაში საუბარი დიდ პროცენტებსა და კონკურენციაზე იყოს”, – დასძენს ჩუგოშვილი.