თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ ინფორმირებული იყო
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ ინფორმირებული იყო.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პარტიის წევრის პარტიიდან გარიცხვის თაობაზე საუბარი იყოს პარტიის თავმჯდომარის გარეშე?“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
ამასთან, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ მის მგავსად, “ქართული ოცნების” რიგებიდან ბევრს გარიცხავენ, რადგან პარტიის ხელმძღვანელობას დასჯის მექანიზმად ეს ფორმა მიაჩნია.