თამარ ჩერგოლეიშვილი - ზურა-გირჩი დახტის, გვარამია იძახის, რომ პატრიარქის შვილია, ბურჭულაძე ხატით დაფრინავს, ნებისმიერთან შემიძლია ურთიერთობა, მაგრამ აქეთ-იქით ვიხტუნაო, ალიანსი ვაკეთო, გაუგებარია
თამარ ჩერგოლეიშვილი - ზურა-გირჩი დახტის, გვარამია იძახის, რომ პატრიარქის შვილია, ბურჭულაძე ხატით დაფრინავს, ნებისმიერთან შემიძლია ურთიერთობა, მაგრამ აქეთ-იქით ვიხტუნაო, ალიანსი ვაკეთო, გაუგებარია

ალიანსი გააკეთო ადამიანთან, რომელიც ერთ დღეს შეიძლება, ბიძინასთან გაიქცეს პალიკოსთან (პავლე კუბლაშვილთან) ერთად და იქ რაღაც ქნას, მეორე დღეს უცებ ვაშაძესთან დალაგდეს, მესამე დღეს ბურჭულაძესთან გააკეთოს ალიანსი და მეოთხე დღეს გვარამიასთან, ჩვენი ამომრჩევლისთვის დამაბნეველია, ასე ვერ შევინარჩუნებთ, – ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, წყენებით არ ხელმძღვანელობს და ამომრჩევლის ინტერესისთვის ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა შეუძლია, თუმცა სრულიად გაუგებრად მიაჩნია ალიანსის კეთება და აქეთ-იქით ხტუნაობა.

„ვერ მოვიგებთ ჩვენ, თუ თანმიმდევრულები არ ვიყავით. გავიდნენ და ძალიან მალე პალიკოს (პავლე კუბლაშვილი) ველაპარაკებოდი, როგორც ბიძინას მრჩეველს. რომ ვესაუბრებოდი, ჩემი დათქმა ეგ იყო, რომ მე შენ როგორც ჩემს მოკავშირეს კი არ გელაპარაკები, გელაპარაკები, როგორც ბიძინას მრჩეველს, კი ბატონო, ეგ არჩევანი გააკეთე? გააკეთე. პროპორციული არჩევნების რაღაც ინტერესს ხედავ შენ, კი ბატონო, იყავი მედიატორი ამ ყველაფერში, მექნება შენთან ურთიერთობა, ოღონდ არა როგორც პარტნიორთან. არა როგორც პარტნიორთან ურთიერთობა შეიძლება ყველასთან.  უბრალოდ, ალიანსი გააკეთო ადამიანთან, რომელიც ერთ დღეს შეიძლება, ბიძინასთან გაიქცეს პალიკოსთან ერთად და იქ რაღაც ქნას, შემდეგ მეორე დღეს უცებ ვაშაძესთან დალაგდეს, მესამე დღეს ბურჭულაძესთან გააკეთოს ალიანსი და მეოთხე დღეს გვარამიასთან, ჩვენი ამომრჩევლისთვის დამაბნეველია, ვერ შევინარჩუნებთ ასე.

ფრიდმანს რაც აქვს ნათქვამი, რომ მხოლოდ კრიზისი შობს ცვლილებებს და ჩვენი საქმე ის არის, შინაარსი ვამზადოთ, ვაცოცხლოთ ის იდეები, რაც შემდეგ შესაძლებლობას მოგვცემს, ამ კრიზისში ეს იდეები გავაძვრინოთ, ზურა-გირჩთან ერთად ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ, რადგან დახტის. წყენებით არ ვხელმძღვანელობ. იმისთვის, რომ ჩემი ამომრჩევლის ინტერესს მოვემსახურო, ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა შემიძლია, პალიკოსთან ჩვეულებრივად შემიძლია ურთიერთობა, ძალიან ცივილიზებული, თუ ეს ყველაფერი საერთო ინტერესს მოემსახურება, მაგრამ ვიხტუნაო აქეთ-იქით და ალიანსი ვაკეთო, სრულიად გაუგებარია.

გვარამიასთან ერთად რატომ აკეთებენ ცალკე ალიანსს, რა იდეოლოგიური სხვაობა აქვს გვარამიას „ნაციონალურ მოძრაობასთან?“  რაში უპირისპირდება მიშას, ვინმემ იცის? პატარა პარტიები უნდა გავერთიანდეთო და რატომ არ უერთიანდებიან „ნაცმოძრაობას“, რა განასხვავებს გვარამიას? კეკელიძის კრიზისის დროს რა პოსტებსაც ეგ აცხობდა, ხაბეიშვილისგან არაფრით განსხვავდება და ზურა მაგასთან ალიანსს რატომ აკეთებს? რა უნდა გამოვიდეს აქედან? 5 პროცენტი გადალახონ ერთად? და რატომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ შედიან, თუ ამოცანა ბარიერის გადალახვაა? ფრაგმენტაციას რატომ აკეთებენ? გიგა ბოკერიამ იცის, ცალკე რატომ არის. იმიტომ, რომ ჩვენ ვუპირისპირდებით ბელადომანიას „ნაცმოძრაობაში“, მიგვაჩნია, რომ სისტემურად მიუღებელია იმ ამოცანებისთვის, რაც ამ ქვეყანას აქვს, ის სისტემა, რაც სააკაშვილმა დაამკვიდრა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამ სისტემით ჩვენ რომ რესპუბლიკა დავაფუძნოთ და ნატო-სკენ, ევროკავშირისკენ წავიდეთ, გამორიცხულია. გამორიცხულია, კეზერაშვილის ჩრდილიდან ხლართებით ეს პოლიტიკა მივიღოთ, ამისგან ცალკე უნდა ვიდგეთ, ამისგან სანიტარული კორდონი გვჭირდება, ბევრი მიზეზის გამო არ შეიძლება ამასთან გაკარება. ბიძინასთან დაპირისპირებული ვართ და არ შეიძლება ჩვენთვის ამ ალიანსში შესვლა, რადგან ფასეულობით ბრძოლაში ვართ მათთან, საპატრიარქოს რუსულ გავლენასთან დაპირისპირებული ვართ, მემარცხენეებთან დაპირისპირებული ვართ, დანარჩენი ტერიტორია არის ჩვენი. ვერ ვხვდები, გვარამია, რომელიც იძახის, რომ პატრიარქის შვილია თუ რაღაც საპატრიარქოს ეპრანჭება, ბურჭულაძე, რომელიც ხატით დაფრინავს, იქით პალიკო, რომელიც ბიძინასთან ლაგდება, თუ ყველასთან თანამშრომლობა შესაძლებელია, ცალკე რატომ ვართ? ცალკე ყოფნა რა შუაშია?“ – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.