თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილისთვის სიკეთე ვისაც უნდა, მას დაეხმარება შეიგნოს, რომ ციხეში დიდი ხნითაა და არანაირი ასი ათასი ქართველი არ არსებობს, ვინც მას გამოიხსნის
სააკაშვილისთვის სიკეთე ვისაც უნდა, მას დაეხმარება შეიგნოს, რომ ციხეში დიდი ხნითაა და არანაირი ასი ათასი ქართველი არ არსებობს, ვინც მას გამოიხსნის, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„სააკაშვილისთვის სიკეთე ვისაც უნდა, მას დაეხმარება შეიგნოს:
ა) რომ ციხეში დიდი ხნითაა და არანაირი ასი ათასი ქართველი არ არსებობს, ვინც მას გამოიხსნის;
ბ) რომ მისი გარემოცვა მას ატყუებდა, როცა უმტკიცებდა რომ მიშას გარეშე ყველა ნულია და მისი ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემს და გააქცევს;
გ) რომ ამ ტყუილებს თვითონ ითხოვდა, იმიტომ რომ რეალობის მიღება არ სურდა და ვინც რეალობას ანახებდა, მათ მოღალატეებად რაცხავდა;
დ) რომ ჩვეულებრივი ადამიანია –
არანაირი იდეა, მესია და დავით აღმაშენებელი არ არის;
ე) იმისთვის, რომ ციხიდან გამოვიდეს, ბიძინა უნდა დასუსტდეს/დამარცხდეს და სააკაშვილზე ფოკუსირება ბიძინას აძლიერებს.
რაც მალე შეიგნებს ამ ყველაფერს, მით მალე გახდება უკეთ.
დიდი ხანია, სააკაშვილი, პირველ რიგში, საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი. სამწუხაროდ, მას არ აღმოაჩნდა საკმარისი მეგობარი, რომელიც საკუთარი თავისგან გადარჩენაში დაეხმარებოდა.
ეგებ ახლა გამოიჩინონ გონიერება, პატიმარი ადამიანის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე იზრუნონ და გადადონ გვერდზე სიმძიმის ცენტრიდან პირადი გამორჩენის მიზნები“,- წერს ჩერგოლეიშვილი.