თამარ ჩერგოლეიშვილი - ნირწამხდარი ოპოლიდერები რომ ქართველ ხალხს ულოცავენ იმას, რაზეც ამტკიცებდნენ, რომ პრორუსულ რეჟიმს არავინ აღირსებს, ერთი სიამოვნებაა
თამარ ჩერგოლეიშვილი - ნირწამხდარი ოპოლიდერები რომ ქართველ ხალხს ულოცავენ იმას, რაზეც ამტკიცებდნენ, რომ პრორუსულ რეჟიმს არავინ აღირსებს, ერთი სიამოვნებაა

ნირწამხდარი ოპოლიდერები რომ ქართველ ხალხს ულოცავენ იმას, რაზეც ამტკიცებდნენ, რომ პრორუსულ რეჟიმს არავინ აღირსებს, ერთი სიამოვნებაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჩერგოლეიშვილი ვროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.