თამარ ჩერგოლეიშვილი - მელიას პოსტი გამოუცხვია, რა კეზერა, ძაან თავისუფალი ვარ გავლენებისგანო, თუ აცნობიერებს, რა ელოდება, ჩვენი კამპანიის ძირითადი ხაზი იქნება ოლიგარქიული გავლენის მხილება
ჩრდილოვანი გავლენებისგან ძააან „თავისუფალი“ მელია რომ ჩრდილოვან გავლენას თავდაუსხმელობას უცხადებს კეზერაშვილის ჯუჯალარებთან ერთად და პარტნიორად ჰყავს გვარამია, რომლის არხიც თავისუფალ კონკურენციას ზღუდავს, მოქალაქეებს თავისუფალ არჩევანს ართმევს, ძალიან დამაჯერებელია, – ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას პოსტს, სადაც მელია წერს: „დაინტერესებულმა პირებმა დაიწყეს სპეკულაციები „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „ახლის“ ერთობის დასაკნინებლად, რამდენიც უნდა ილაპარაკოს მავანმა, ეს პლატფორმა ჩრდილოვანი გავლენებისგან თავისუფალია“.
ჩერგოლეიშვილის თქმით, „ევროპული საქართველოს“ კამპანიის ძირითადი ხაზი იქნება ოლიგარქიული გავლენის მხილება როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში.
„მელიას თავის მართლების პოსტი გამოუცხვია, რა კეზერა, რის კეზერაო – ძაან თავისუფალი ვარ ჩრდილოვანი გავლენებისგანო.
ჩრდილოვანი გავლენებისგან ძააან „თავისუფალი“ მელია რომ ჩრდილოვან გავლენას თავდაუსხმელობას უცხადებს კეზერაშვილის ჯუჯალარებთან ერთად და პარტნიორად ჰყავს გვარამია, რომლის არხიც თავისუფალ კონკურენციას ზღუდავს და საქართველოს მოქალაქეებს თავისუფალ არჩევანს ართმევს, ძალიან დამაჯერებელია.
ნეტა თუ აცნობიერებს, რა ელის ყველა მხრიდან (ჩვენი ჩათვლით, ცხადია – ჩვენი კამპანიის ძირითადი ხაზი იქნება ოლიგარქიული გავლენის მხილება როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში).
P.S. თან ის პოლიტიკის ბრძენქალა რომ ჰყავთ, დაიმუქრა, ჩვენ არც ჩვენზე თავდასხმებს ვუპასუხებთო და დღეს დილამდე გაძლო ამ დაპირებამ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.