თამარ ჩერგოლეიშვილი - მელიას კეზერაშვილის ფულით აშანტაჟებდნენ 2021 წლის არჩევნების წინ, ბოკერიას თუ არ გაწევ, ისე არ მოგცემსო
მელიას კეზერაშვილის ფულით აშანტაჟებდნენ 2021 წლის არჩევნების წინ, ბოკერიას თუ არ გაწევ, ისე არ მოგცემსო. ასე დასრულდება ყველაფერი, რასაც არა სინდისი, არამედ მინდა ვიყო ოლიგარქის ფული მართავს, – ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, გიგა ბოკერიამ და მისმა პარტიამ, თვითმმართველობის არჩევნებში ელენე ხოშტარიაზე, ზურა ჯაფარიძეზე და გიორგი ვაშაძეზე მეტი ხმა აიღო.
„მელიას კეზერაშვილის ფულით აშანტაჟებდნენ 2021 წლის არჩევნების წინ, ბოკერიას თუ არ გაწევ, ისე არ მოგცემსო (მოტივი აქაც ეგო იყო – წინა წელს ისეთი საზიზღრობები აკეთა, უნდოდა ეჩვენებინა, რომ მართალი იყო და ბოკერიასთან ალიანსი არ გამოდის – იყიდა ეგ პერცეფციაც), გაწია. ელენე გაჩუმდა. ზურა გაჩუმდა. არჩევნები კრახით დასრულდა. ასე დასრულდება ყველაფერი, რასაც არა სინდისი, არამედ მინდა ვიყო ოლიგარქის ფული მართავს. პოლიტიკურად ამორალური არასოდესაა პოლიტიკურად პრაგმატული ვილანებთან ბრძოლაში. დაიმახსოვრეთ – ბიძინა კეზერაშვილზე მაგარი ოლიგარქია და ვერასოდეს აჯობებს მაგ საქმეში. მუდამ ლუზერი იქნება და ყველას მოწამლავს, ვისაც ჩაითრევს. ამაში ზუსტად ისე დარწმუნდებით, როგორც უტრაკო ბოიკოტის გამოცხადების უაზრობაში დარწმუნდით.
P.S.: გიგა ბოკერიამ და მისმა პარტიამ, თვითმმართველობის არჩევნებში ელენე ხოშტარიაზე, ზურა ჯაფარიძეზე და გიორგი ვაშაძეზე მეტი ხმა აიღო. ელენეზე სამჯერ მეტი. ვაშაძეზე ორჯერ მეტი. ზურაზე 5000 ხმით მეტი“, – წერს ჩერგოლეიშვილი.