თამარ ჩერგოლეიშვილი - ექვსი ოპოზიციური პარტიის ტექსტის დასაწყისი საუკეთესოდ ასახავს, რატომ არიან ლუზერები
„ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი ექვსი ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ეს არ არის ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება. ეს არის ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადება. მომხრე ვარ, გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან.
და ეს თვითმარქვიები ვერაფერს მიაღწევენ ამ ტყუილებით.
თავად ამ ტექსტის დასაწყისი საუკეთესოდ ასახავს, რატომ არიან ლუზერები“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.