თამარ ჩერგოლეიშვილი - დაფიქრდით, ლიდერს ვის უწოდებთ და იმაზეც დაფიქრდით, რომ ფარჩაკისთვის ლიდერის წოდებით, საკუთარ თავზე გაცილებით მეტს ამბობთ, ვიდრე სააკაშვილზე
დაფიქრდით, ლიდერს ვის უწოდებთ და იმაზეც დაფიქრდით, რომ ფარჩაკისთვის ლიდერის წოდებით, საკუთარ თავზე გაცილებით მეტს ამბობთ, ვიდრე სააკაშვილზე, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქში“ წერს.
„წარმოიდგინეთ, ზელენსკი რომ რუსებს ტყვედ ჩაუვარდეს (ღმერთმა დაიფაროს) და ერთი ამბავი ატეხოს, მოლდოველი ვარ, მოლდოვურის თარჯიმანი მომიყვანეთ და ჩემი გული იქ დამარხეთო.
წარმოიდგინეთ, ამბროსი ხელაია რომ ბოლშევიკებს ტყვედ ჰყავდათ, ჩემი გული სხვა ქვეყანას ეკუთვნისო, გამოეცხადებინა და ქართულად ლაპარაკი შეეწყვიტა.
წარმოიდგინეთ მიხეილ ჯავახიშვილი. წარმოიდგინეთ მარო მაყაშვილი. წარმოიდგინეთ ქაქუცა ჩოლოყაშვილი. წარმოიდგინეთ…
მერე დაფიქრდით, ლიდერს ვის უწოდებთ და იმაზეც დაფიქრდით, რომ ფარჩაკისთვის ლიდერის წოდებით, საკუთარ თავზე გაცილებით მეტს იძახით, ვიდრე სააკაშვილზე“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.