თამარ ჩეგოლეიშვილი - მიხეილ სააკაშვილი ქართულ ენასთან გაიბუტა, რადგან საქართველოში მისი ილუზიები რეალობასთან სასტიკად დამარცხდა
ქართულ ენასთან გაიბუტა, რადგან საქართველოში მისი ილუზიები რეალობასთან სასტიკად დამარცხდა, – ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩეგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომას ეხმაურება.
„ძალიან ძლიერი და ღირსეული ნაბიჯია. ღმერთო, ოღონდ ეს კაცი მოაშორე ქართულ პოლიტიკას და სადმე სხვაგან აცოცხლე – მეტი არაფერი მინდა!
მე შევანგრევდი ციხის კარს, რომ შემეძლოს, გავიტაცებდი და სადმე, ტიბეტში დავტოვებდი ბუდისტ ბერებთან“, – წერს ჩერგოლეიშვილი.