თამარ ჩერგოლეიშვილი - გიგი წერეთელი ყალბი სახელით წერს კომენტარებს და ივანიშვილთან გარიგებაში გვამხელს, სალომე ჩხეიძე გიგი წერეთელია, კაი ხანია, გაშიფრული გვყავს
გიგი წერეთელი ყალბი სახელით წერს კომენტარებს და ივანიშვილთან გარიგებაში გვამხელს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ჩერგოლეიშვილის თქმით, ეს „კარგა ხანია, გაშიფრული აქვთ“.
„ეს სალომე ჩხეიძე გიგი წერეთელია. ძაან ვერთობოდით ამაზე, კაი ხანია, გაშიფრული გვყავს. რაღაც ბრიფინგი გამართა, პარტიის „წინწასულები“ წინ დაისვა, თავის ბრიფინგზე წერს ყალბი სახელით კომენტარებს და ივანიშვილთან გარიგებაში გვამხელს (მაგ სიმართლით უნდა იაროს). „მხარდამჭერი ახალგაზრდული“ რომ მოიგონა ძაან თესლად, ისე“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.