თამარ ჩარკვიანი - ახლაც უნდა ზანზარებდეს რუსთაველი ხმების დასაცავად, სად ხართ, პატივცემულო „პროგნოზისტო პოლიტიკოსებო“, ახლა რაღას იყოფთ, შედიხართ, აღიარებთ?
თამარ ჩარკვიანი - ახლაც უნდა ზანზარებდეს რუსთაველი ხმების დასაცავად, სად ხართ, პატივცემულო „პროგნოზისტო პოლიტიკოსებო“, ახლა რაღას იყოფთ, შედიხართ, აღიარებთ?

პრივატიზებული ტვ ეთერები რომ საქმეს შველოდეს! გუშინ ღამე ცესკო-სთან და ახლაც უნდა ზანზარებდეს რუსთაველი ხმების დასაცავად და სად ხართ, პატივცემულო „პროგნოზისტო პოლიტიკოსებო“, ახლა რაღას იყოფთ, რა დარჩა გასაყოფი?! – ამის შესახებ თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

ჩარკვიანი აცხადებს, რომ ხმების დაცვა საჭიროა.

„დაიწყო ახლა წილი-წილი ტრალი-ვალი. ტფუ. რად უნდა, რად უნდოდა გამოცნობა იმას, რომ ეგზისტენციალურ არჩევნებში – ქვეყნისთვის გადამწყვეტ არჩევნებში უნდა გაერთიანდე და „ძალა ერთობით“ გახვიდე ოპოზიცია, მით უფრო ამის მაგალითი გვქონდა (ოპოზიციისთვის წარმატებული პროექტი „ძალა ერთობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში). და რომ გააყალბებდა რუსი ოლიგარქი არჩევნებს, ეს ვისთვის იყო ახალი, პირადობის მოწმობას რომ ართმევდნენ მოქალაქეებს და მიჰქონდათ, განა რამდენიმე დღით ადრე არ ითქვა ტვ ეთერში?! „ძალა ერთობას“ ალტერნატივა არასდროს ჰქონია, არასდროს!!!!! პრივატიზირებული ტვ ეთერები რომ საქმეს შველოდეს! გუშინ ღამე ცესკო-სთან და ახლაც უნდა ზანზარებდეს რუსთაველი ხმების დასაცავად და სად ხართ, პატივცემულო „პროგნოზისტო პოლიტიკოსებო“, ახლა რაღას იყოფთ, რა დარჩა გასაყოფი?! ახლა როგორ ხართ, როგორ არის საქმე?! შედიხართ, აღიარებთ?!!! თუ „წილი-წილი“ ტრალი-ვალი“ „შედიხარ-არშედიხარ“ ისევ?!!!!“ – წერს ჩარკვიანი.