შსს-ში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატთან ერთად, ვლადიმერ ბორცვაძესა და მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მათმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვეს.
როგორც ოჯახის ადვოკატი ამბობს, შეხვედრა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძესა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძესთან გაიმართა.
მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე გამოძიების ფედერალური ბიუროს გამოძიებაში ჩართვის მოთხოვნა დააყენეს.
ადვოკატის თქმით, ახლა სწორედ ის პროცესი მიმდინარეობს, როგორ და როდის ჩაერთვება ფედერალური ბიურო გამოძიებაში.
„უკვე სამინისტროს მხრიდანაც შეთავაზება არის და გაიგზავნა. მხარეს გვაქვს მოთხოვნა, რომ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული შესაძლებლობა, როგორც ექსპერტიზის თვალსაზრისით, ასევე ყველა კითხვებზე იყოს პასუხები გაცემული. ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი პროცესი“, – განაცხადა რამიშვილმა.