ტალინის ცენტრში მალე საქართველოსადმი მიძღვნილი სკვერი გაიხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული მწვანე სივრცის ტერიტორიაზე გასულ წელს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, თეა ახვლედიანმა და ტალინის მერმა, ტაავი აასმა ესტონეთის რესპუბლიკაში 1920-1921 წლებში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გახსნეს.
სკვერი, ორივე მხარის შესაბამისი უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქართული დიზაინით გაფორმდება და საქართველოს სახელს დაუკავშირდება.
ორივე ინიციატივა ესტონეთში საქართველოს საელჩოს ეკუთვნის, რომელიც ტალინის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მისივე მხარდაჭერით განხორციელდა.