ესტონური ავიაკომპანია „სმარტლინქს ეარლაინსი“ (SmartLynx Airlines) ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს.
რეისები 27 ივნისს, 4 ივლისს, 11 ივლისსა და 18 ივლისს, Airbus A320-ის ტიპის საჰაეროხომალდებით შესრულდება და საქართველოში ესტონელი ტურისტების ჩამოყვანაზე იქნება ორიენტირებული.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ესტონურ ავიაკომპანიაზე 29 მაისს გაიცა.