თალიბებმა აშშ-სთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილეს
თალიბებმა აშშ-სთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილეს.
ავღანური რადიკალური მოძრაობის წევრები ავღანეთის საკითხებში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს, დენ სიცზიუნს შეხვდნენ.
ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ შეთანხმება ავღანეთში კონფლიქტის მშვიდობიანად დასასრულებლად კარგი გადაწყვეტილებაა, რასაც პეკინი მხარს უჭერს.
„თალიბანის“ წევრები ჩინეთის დედაქალაქში ირანსა და რუსეთში ვიზიტების შემდეგ ჩავიდნენ. აშშ და „თალიბანი“ კონფლიქტის დასრულებაზე შეთანხმდნენ. 9-რაუნდიანი მოლაპარაკების შემდეგ მიღწეული შეთანხმება 11 პუნქტისგან შედგება, თუმცა ქაბულში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა თალიბებთან სამშვიდობო შეთანხმებაზე უარი განაცხადა.