რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთში „გაზაფხულის თავდასხმების“ დაწყება გამოაცხადა. „ესოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, თალიბებმა მიმართვა ხუთ ენაზე გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ საბრძოლო მოქმედებები ავღანეთში იქამდე გაგრძელდება, ვიდრე უცხო ძალები ქვეყანას არ დატოვებენ.
მიმართვაში ასევე ისმის მოწოდება, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი თავიდან უნდა იყოს არიდებული.
„თალიბანთან” სამშვიდობო მოლაპარაკებებს აშშ აწარმოებს. მხარეებმა მრავალწლიანი კონფლიქტის დარეგულირებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად თალიბანის და სხვა სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ ავღანეთში სამხედრო კამპანიას 2001 წლიდან ატარებს.