მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. როგორც სპეციალურ პრესკონფერენციაზე მოძრაობის პრესსპიკერმა ზაბიულა მუჯაჯიდმა განაცხადა, ავღანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს „თალიბანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მუაჰამედ ჰასან ახუნდი. მისი მოადგილე კი მულა აბდულა ღანი ბარადარი იქნება.
თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნება „თალიბანის“ დამფუძნებლის შვილი მუჰამედ იაქუბ მუჯაჰიდი, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში ჩაუდგება სირაჯუდინ ჰაქანი, რომელზეც აშშ-ის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს ძებნა აქვს გამოცხადებული.
შეგახსენებთ, რომ მოძარაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი 15 აგვისტოს დაიკავა, მას შემდეგ, რაც ამერიკისა და ნატო-ს ჯარისკაცებმა ქვეყანა დატოვეს. თალიბებმა განაცხადეს, რომ ავღანეთის ისლამურ საამიროს შექმნიან.