„თალიბანი“ აცხადებს, რომ ქაბულში ახალი აფეთქებები ამერიკელი სამხედროების მიერ აღჭურვილობის განადგურებას უკავშირდება და მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ
„თალიბანი“ აცხადებს, რომ ქაბულში ახალი აფეთქებები ამერიკელი სამხედროების მიერ აღჭურვილობის განადგურებას უკავშირდება და მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ. ამის შესახებ განცხადება „თალიბანის“ პრესსპიკერმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც თურქულმა მედიამ გაავრცელა ცნობები, რომ ქაბულში მესამე აფეთქების ხმა გაისმა.
შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან დღეს ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც 60 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის დაიღუპა 12 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, კიდევ 140 კაცი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.