თაკო ჩარკვიანმა ნიკა მელიას მიმართა - აგრესიული პასუხი არ არის საჭირო, 30 ოქტომბრამდე დიდი დრო ხომ არ არის, გავაანალიზოთ, როგორ გამოგვყავს 30 ოქტომბრამდე სააკაშვილი ციხიდან
თაკო ჩარკვიანმა ნიკა მელიას მიმართა - აგრესიული პასუხი არ არის საჭირო, 30 ოქტომბრამდე დიდი დრო ხომ არ არის, გავაანალიზოთ, როგორ გამოგვყავს 30 ოქტომბრამდე სააკაშვილი ციხიდან

სახელმწიფო მიტაცებულია და ხალხს სურს სახელმწიფოს დაბრუნება, რადგან ამ სახელმწიფოს შექმნაში ლომის წვლილი აქვს მიხეილ სააკაშვილს, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღეს მთელი საქართველოს პრეზიდენტია.

„მინდა, ყველას განსაკუთრებული მადლობა გითხრათ. საქართველოს გაუმარჯოს, საქართველოში ჩამოსულ ემიგრანტებს ვხედავ და მინდა, რომ პატივი ვცეთ მათ. ნიკა მელიას გამოსვლის დროს მხოლოდ და მხოლოდ გავიმეორე ემიგრანტების სურვილი. ისე რომ ვთქვათ, ნებართვა არ ამიღია არასდროს, არც ბრძოლაში შემოსვლისთვის და არც ბრძოლიდან გასვლისთვის. არც პრივატიზებული ვიცი მე, საქართველოს პრეზიდენტია. შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობის“ უმსხვილესი, უმაგრესი პარტიის წარმომადგენელია, მაგრამ ის მე მაინც საქართველოს პრეზიდენტი მგონია, თორემ აქ არ ვიქნებოდი. მე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი არ ვარ და მთელი ხიბლი იმაშია, რომ ის საქართველოს პრეზიდენტია. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ფრაზებს, როგორც მე გავუფრთხილდები, ბატონებო. გაუფრთხილდეთ ყველას, ვინც არ არის „ნაციონალური მოძრაობა“ და დღეს აქ არის. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ადამიანებმა იკითხეს შიშით, ხომ არ არის დიდი დრო 30-მდე? – ეს იყო შეკითხვა და ამას აგრესიული პასუხი არ სჭირდება. ნიკა, შენს გასაგონად ვამბობ, იცი, რომ ძალიან მიყვარხარ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ანექსია მიმდინარეობს.

„ვერ გავიგე, 43%, რეფერენდუმზე ლაპარაკი აღარ არის? სად არის, გადალახეს 43%? არ გაუყალბებია? მაშინ 30 რიცხვში ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ კვლავ არ გააყალბებს, ხომ არ გადავირიეთ, ხალხო? საქართველოს ანექსია მიმდინარეობს. მე სულ არ მაინტერესებს არც ერთი პარტია. მე ჩემი პარტია ისე მივაგდე, რომ უკან არ მომიხედავს. ვინმესთან შეფარება კი არ მჭირდება, ჩემი დამოუკიდებელი მაქვს. „ნაციონალებით“ მანდატი არ ამიღია. ვგულშემატკივრობ თქვენს დიდ პატრიოტიზმს. არც ბრძოლაში შემოსვლა მიკითხავს 2018 წელს ოკეანის ტალახში რომ გავიარე, რადგან მივხვდი, რომ შეცდომა დაგვემართა 2012 წელს. რა ვქნა, ვერ აღმოვჩნდი გახრწნილი. ვერ დავიჯერე, რომ ამხელა მილიარდერი თავის ქვეყანას კი არ ააყვავებდა, არამედ გაყიდდა. ბევრს მოუვიდა ასეთი შეცდომა, დღევანდელ „ნაციონალსაც“. ხომ ასეა? ჩვენი გეგმა, ვფიქრობ, ასეთია, არასოდეს პროცესს ფეხებში არ ვედები. საბოლოო გადაწყვეტილებას, რასაც იღებს ხალხი და მით უმეტეს, მსხვილი ოპოზიციური პარტია, ყოველთვის ვცდილობ იმ ერთიანობის შენარჩუნებას, მაგრამ ხალხზე მეტი ვერც ერთი პარტია ვერ არის. სახელმწიფო არის ხალხი, სახელმწიფო არის მიტაცებული და ხალხს სურს, სახელმწიფოს დაბრუნება, რადგან ამ სახელმწიფოს შექმნაში ლომის წვლილი აქვს მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, 30 ოქტომბრამდე უნდა იყოს პერმანენტული, ყოველდღიური მზადება ერთიანი, დიდი, ეროვნული მოძრაობისთვის.

„მე მიმაჩნია, რომ დაღლამდე, უძილობამდე, 30 ოქტომბრის ჩათვლით, ნუ დაველოდებით. უბედურებასთან გვაქვს საქმე, მგონი კარგად მაინც ვერ იცით, ვინ არის. 30-ში მოიტაცებს ჩვენს ქვეყანას, თავის აგარაკად აქცევს და მერე ამ პრეზიდენტს, თუ მოვახერხეთ, უკრაინა წაიყვანს და თავმოჭრილები, თავმოხერხილები დავრჩებით, ან არადა, საქართველოსთან ერთად ამოალპობს ციხეში.

მთელი ჩემი ანალიზით ვამბობ, რა რესურსიც მაქვს, 30 რიცხვამდე პერმანენტული, ყოველდღიური, პატარა, დიდი მზადება ერთი ნაციონალური, დიდი ეროვნული მოძრაობისთვის. იმ მოძრაობას წინ გაუძღვება მისი პარტია, ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობით, მაგრამ მანამდე ვაკონტროლოთ თითოეული ფრაზა ერთმანეთის მიმართ, ტყვია მიზანში სასროლი მხოლოდ საქართველოს მტრისთვის არის, ერთმანეთისთვის არ არის. გავაანალიზოთ ახლა, როგორ გამოგვყავს 30-მდე ის კაცი ციხიდან. „ნაციონალური მოძრაობა“ მისი პარტიაა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი თუ არის მხოლოდ, დაღუპულა საქართველო. მე მგონია, კოალიციური მთავრობა იმიტომ გავაკეთეთ, რომ ყველას პრეზიდენტად არის აღქმული, არა? გაუმარჯოს მთლიან საქართველოს“, – მიმართა თაკო ჩარკვიანმა რუსთავის ციხესთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს.