თაკო ჩარკვიანი - ვინც პარლამენტში შევა, არ შევრისხავთ, მაგრამ გვარი და სახელი რუსთაველზე გამოვაცხადოთ
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მანდატის მოპოვების მიუხედავად, პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
ჩარკვიანი ასევე თხოვნით მიმართავს კოლეგებს, მიიღონ ერთსულოვანი გადაწყვეტილება და უარი თქვან საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე.
„არ შეიძლება პარლამენტში შესვლა, მე დღეს თამამი ვარ, რატომ? ჩვენ – „სტრატეგია აღმაშენებელს“, რამდენიმე ადამიანს უკვე გვაქვს მანდატი იმისა, რომ შეგვიძლია პარლამენტში შესვლა. ამიტომ უფრო თამამად გეტყვით, მრცხვენია, ამ უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ, მაგრამ მინდა, ასევე ჩემს კოლეგებს, რომლებმაც ითხოვეს კონსულტაციისთვის ერთი დღე, გთხოვოთ, ერთხელ მაინც ვიყოთ დიდსულოვნები, ერთად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. არ შევდივართ? ესე იგი, არ შევდივართ. და თუ აღმოჩნდება ის ერთი, თუ ორი, რა თქმა უნდა, არავინ შევრისხავთ, მაგრამ გვარი და სახელი რუსთაველზე გამოვაცხადოთ, რადგან დღეს ქართული სახელმწიფოებრიობა დიდი საშიშროების ქვეშაა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის წარმომადგენლების აქციაზე.