თაკო ჩარკვიანი - უკვე ოჯახებში დაძრწიან კობახიძის ტიპები გადასაბირებლად, იყვნენ ჩემთანაც
თაკო ჩარკვიანი - უკვე ოჯახებში დაძრწიან კობახიძის ტიპები გადასაბირებლად, იყვნენ ჩემთანაც

უკვე ოჯახებში დაძრწიან კობახიძის ტიპები, და არა მხოლოდ, გადასაბირებლად, – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ–ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე მან განაცხადა, რომ მასთანაც იყვნენ ოჯახში.

„ჯერ კიდევ სამი კვირის წინ იყო ეს შემთხვევა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ამასთან, მისი განცხადებით, საუბარია გარიგების შეთავაზებაზე.

„სხვებთან დაკავშირებითაც მაქვს ინფორმაცია. ​გარიგებაზე არის საუბარი. ქრთამის და ფულის ​შემოთავაზებაზე მეტი დანაშაული რა არის. არ ვაკონკრეტებ ჯერჯერობით, ვგულისხმობ ყველანაირ გარიგებას. ყველანაირ გარიგებაზე მოდიან, გინადგურებენ ბიზნესს, გბლოკავენ, ყველაფერს აკეთებენ აბსოლუტურად“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.