თაკო ჩარკვიანი - საქართველოში რეფერენდუმი ჩატარებულია ორჯერ და 80 პროცენტი დასავლეთის მომხრეა, უკაცრავად, ეჭვქვეშ რატომ და ვინ აყენებს უკვე არსებულ არჩევანს?!
რეფერენდუმი?? რისი რეფერენდუმი? რეფერენდუმი ჩატარებულია ორჯერ საქართველოში და 80 პროცენტი დასავლეთის, ევროვექტორის მომხრეა, – ამის შესახებ პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„კონსტიტუციით მკვეთრად გაწერილი არჩევანი, დიდი ხანია, გაკეთებულია! უკაცრავად და, ეჭვქვეშ რატომ და ვინ აყენებს უკვე არსებულ არჩევანს?!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ახლა უნდა მომზადდეს რეფერენდუმი, საქართველოს სურს ევროპული თუ რუსული მომავალი.