თაკო ჩარკვიანი - პარლამენტარის დაფინანსებაზე, ყველანაირ სარგებელზე მოქალაქე თამარ ჩარკვიანი უარს ვამბობ
ამომრჩევლის დაფინანსებულია ოპოზიციური პარტიები, რათა მათ დემოკრატიულად იარსებონ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციური პარტიების დაფინანსების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თავად უარს ამბობს პარლამენტარის ყველანაირ სარგებელზე.
„მე დრო ავიღე, რადგან ჩემი აზრით უმცირესობაში აღმოვჩნდი. ის რომ, პარლამენტის დაფინანსებაზე უარს ვამბობ – სარგებელსა და ხელფასზე, აქ ორი აზრი არ არის და ეს უცვლელია. პარლამენტში არ შესვლა და პარლამენტარის ყველანაირ სარგებელზე საუბარი ზედმეტია.
გარე დაფინანსებამ გამოიწვია ძალიან დიდი დისკომფორტი. თქვენ ალბათ ნახეთ, მე განზრახ დავდე სტატუსი ძალიან გახმაურდა ეს სტატუსი, ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ჩვენს ამომრჩეველზე. მათ გვითხრეს, ჩვენ რა დაგიშავეთ, ჩვენ ამოგირჩიეთ თქვენ, გააყალბა ხელისუფლებამ, რაღაც მანდატი ხომ გიჭირავთ ხელში იმ გაყალბებულშიც კი, ჩვენ რა დაგიშავეთ იმითი, რომ საერთოდ იუქმებთ და ჩვენს არჩევანს არ სცემთ პატივს. ამას გვეუბნება ჩვენ ჩვენი ამომრჩეველი, რადგან აბსოლუტურად ლიკვიდაციაზე წავა პარტიები.
მე ერთადერთი, რაც შემიძლია და ამას უპირობოდ ვაკეთებ – პარლამენტარის დაფინანსებაზე, ყველანაირ სარგებელზე მოქალაქე თამარ ჩარკვიანი ცხადია, უარს ვამბობ. დარჩება პარტიული გარე დაფინანსება, ვინაიდან ამომრჩევლის დაფინანსებულია ოპოზიციური პარტიები, რათა დემოკრატიულად იარსებონ ოპოზიციურად განწყობილმა პარტიებმა. ჩვენ თუ გავანადგურეთ, რუსეთსაც ეგ უნდა და ხელისუფლებასაც, რომ არ იარსებოს განსხვავებულმა აზრმა. ასე რომ, ალბათ ჩემი აზრი, რომელიც უმცირესობაში აღმოჩნდა, რომ არც ერთი არ აგვეღო აბსოლუტურად, უმცირესობაში აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ვენდობი ამომრჩეველსაც, პარტიულ აქტივსაც, რომელიც გარე დაფინანსებაზე დათანხმდება, ხოლო საპარლამენტოზე – არა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.