თაკო ჩარკვიანი - ოკუპირებულ საქართველოში 40 000 კაცი რომ ჰყავთ გათავისუფლებული ჯარიდან, სად არის გარანტია, რომ „გირჩის“ პროგრამა საერთოდაც რუსეთის პროგრამა არ არის
ოკუპირებულ საქართველოში 40 000 კაცი რომ ჰყავთ გათავისუფლებული ჯარიდან, სად არის გარანტია, რომ „გირჩის“ პროგრამა საერთოდაც რუსეთის პროგრამა არ არის, რომ ოკუპირებულ საქართველოს ჯარი არ ჰყავდეს, – განაცხადა პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა პარტია „გირჩის“ ლიდერების განცხადებების კომენტირებისას.
როგორც თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, ბარიერის დაწევა არასდროს ყოფილა ოპოზიციის იმ ნაწილის მოთხოვნა, რომელმაც პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.
„არსად და არასდროს გვითქვამს, რომ დაბალი ბარიერის გამო შევალთ პარლამენტში. „გირჩს“ სურს, რომ პარლამენტში შევიდეს, თუმცა არ უნდათ, რომ მთლად ალეკო ელისაშვილის გზა გაიარონ.
იაგო თავის თავს ვერც ტრიუმფს გამოუცხობს და ვერც ტალახს. ამას ხალხი გამოუტანს ვერდიქტს. შესვლაზე ზედმეტია საუბარი. ამიტომ, ნუ წვალობენ და ნუ იტანჯებიან, მსგავსი რამ ჩვენგან არ მოუსმენიათ მარტივი იურიდიული ფორმულირების გამო; ჩვენ ქუჩაში გამოვედით გაყალბებული არჩევნების გამო და არა ბარიერის გამო.
ზუსტად ამიტომ არ შევხვდით ამ ადამიანებს ოპოზიცია, რადგან ისინი სანდოობას არ იწვევენ. ჩვენ რომ არ შევხვდით, შემდეგ შეხვდნენ მდინარაძეს. რომ შევხვედროდით, კაცმა არ იცის, რას გამოიტანდნენ მერე გარეთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანი არ გამორიცხავს, რომ „გირჩის“ მიერ მოქალაქეების სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების მექანიზმის შემუშავება რუსეთის გეგმა იყოს.
„ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი იაგოსგან, რომ 40 000 კაცი რომ ჰყავთ გათავისუფლებული ჯარიდან ოკუპირებულ საქართველოში და სულ რომ 35 000 ჯარისკაცი ჰყავს, აქ რომ კითხვა რომ არ გაგვიჩნდა, ესენი ვინ არიან, აი, აქ დავუშვით შეცდომა. სად არის გარანტია, რომ ესენი თავიანთი პროგრამით საერთოდაც რუსეთის პროგრამა არ არის, რომ საქართველოს უნდა რომ ოკუპირებულ საქართველოს ჯარი არ ჰყავდეს. ისრაელში გაბედავს იაგოსნაირი ტიპი, რომ შესვლა-გამოსვლაზე იფიქროს და 40 000 ადამიანი ჯარიდან გაათავისუფლოს? შედი რა იაგო, შედი რა“, – მიმართა „გირჩის“ წევრ იაგო ხვიჩიას თაკო ჩარკვიანმა.