თაკო ჩარკვიანი - ნიკანორ მელია, ახლა დროებით მაინც დაასრულე ბოტებით სიარული ტალახში, უხერხულია ასეთი ლუსტრაცია
ნიკანორ მელია, ახლა დროებით მაინც დაასრულე ბოტებით სიარული ტალახში, უხერხულია ასეთი ლუსტრაცია, – ამის შესახებ პარტია „კანონისა და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ნიკანორ მელიამ იქნებ გადააბას კუთხეში ხობის საკრებულოს წევრი და საკრებულოდან ერთ თვეში სამჯერ (ნაცების ჯინაზე ) „პრეზენტაციით“ წამოსული, ახლა უკვე პარტია „ახლების“ წევრი, უწმაწური, მდაბიო, ბინძური სიტყვებით ტალახის მსროლელი ოპოზიციის მისამართით ვინმე ია ჯიშკარიანი.
ნიკანორ! ახლა დროებით მაინც დაასრულე ბოტებით სიარული ტალახში, უხერხულია ასეთი ლუსტრაცია, ისედაც ვიცით უკვე, ნუღარ გვიმტკიცებ, რომ ფსკერზე ხარ (სქრინებს განზრახ არ ვდებ, არ ვატირაჟებ ამ ქალის ბილწსიტყვაობას). გაერთიანებაზე როგორც კი რაიმეს ვიტყვი, იქვე მელიას ბოტები იწყებენ ლანძღვას…..
P.S. ახლა მხოლოდ ამის დროა – არა რუსულ მთავრობას!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.