თაკო ჩარკვიანი - მესამე პრეზიდენტი მოწამლულია, მისი ხმებით მოსული ნიკა მელია კი, ამომრჩევლის კრიტიკით უკმაყოფილოა, დღეს უმოქმედობა მკვლელობაში თანამონაწილეობაა
თაკო ჩარკვიანი - მესამე პრეზიდენტი მოწამლულია, მისი ხმებით მოსული ნიკა მელია კი, ამომრჩევლის კრიტიკით უკმაყოფილოა, დღეს უმოქმედობა მკვლელობაში თანამონაწილეობაა

პარტიის დამფუძნებელი,მოწამლული მესამე პრეზიდენტი კვდება, მისი ხმებით მოსული თავმჯდომარე მელია კი, მისი მისამართით ამომრჩევლის მიერ გამოთქმული კრიტიკით უკმაყოფილოა და თურმე „გულდაწყვეტილია“, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

ჩარკვიანის თქმით, დღეს უმოქმედობა მკვლელობაში თანამონაწილეობას ნიშნავს.

„სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალებია აღმოჩენილი, ვერცხლის წყალია აღმოჩენილი. ახლა ვისაც გახსოვთ ჩემი ბრიფინგი ერთი წლის წინანდელი – გამოვიდა ინფორმაცია მოწამვლა და „დემორალიზება“ უნდათ-თქო (გახსოვთ, ალბათ). ხოდა ნიკა მელიას ისტერიულმა „უანგარო დამცველებმა“ (კიდევ ვინც შემორჩით) გააგრძელეთ კედელ-კედელ ჩემი ლანძღვა, ჩემ მიერ გაკრიტიკებული, არაფრის მაქნისი და მელიას მიერ შექმნილი უმოქმედო პროცესის გამო. პარტიის დამფუძნებელი (პუტინის პირადი პატიმარი), მოწამლული მესამე პრეზიდენტი კვდება, მისი ხმებით მოსული თავმჯდომარე მელია კი, მისი მისამართით ამომრჩევლის მიერ გამოთქმული კრიტიკით უკმაყოფილოა და „გულდაწყვეტილია“ თურმე… გააგრძელეთ „ბატონებო და ქალბატონებო“ მელიას „გულმხურვალე გულშემატკივრობა“, – სირცხვილია, სხვა თუ არაფერი. დღეს უმოქმედობა – მკვლელობაში თანამონაწილეობაა“, – წერს თაკო ჩარკვიანი.