თაკო ჩარკვიანი - ერთი გაგვიბედონ და გამოაცხადონ, რომ არჩევნები ლეგიტიმურია
რა 76? საინტერესოა, ვინ აძლევს მათ ლეგიტიმაციას. ხალხმა უნდა მოგცეს ლეგიტიმურობა და როცა ხალხის ხმა მიიტაცე, ვინ გაბედავს? აბა, გაგვიბედონ, გაუბედონ ქართველ ხალხს და გამოაცხადონ, რომ არჩევნები ლეგიტიმურია ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
ჩარკვიანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „რა მოხდება იმ შემთხვევაში, როდესაც 76 დეპუტატი შევა პარლამენტში და მათ ექნებათ ლეგიტიმაცია, დაიწყონ პირველი სხდომა. ამ შემთხვევაში, თქვენ ვის მიმართავთ, რათა დეპუტატობის მანდატი დათმოთ, ამისთვის საჭირო ხომ პარლამენტია? სრული ფუნქციონირებისთვის 100 დეპუტატია საჭირო. რა იქნება ამ შემთხვევაში“.
ჩარკვიანის თქმით, საერთაშორისო ინსტიტუციების დახმარებით ყველაფერი კარგად წარიმართება.
„ვესაუბრებით საერთაშორისო ორგანიზაციებს, უკვე ახალი ტექნოლოგიების დაცვით რომ ხალხის ხმა უფრო დაცული აღმოჩნდეს, სხვა ვარიანტი აქ არ არის. ბევრ ქვეყანაში არის უკვე, ასე ვთქვათ, ეს ტექნოლოგიური სიახლე, სხვა გამოსავალი არ არის. სახელმწიფოს მიტაცება ხდება. რა 76? საინტერესოა, ვინ აძლევს იმათ ლეგიტიმაციას. ხალხმა უნდა მოგცეს ლეგიტიმურობა და როდესაც შენ ხალხის ხმა მიიტაცე, ვინ გაბედავს. აბა, ერთი გაგვიბედონ, გაუბედონ ქართველ ხალხს და გამოაცხადონ, რომ არჩევნები ლეგიტიმურია. დავიხმართ საერთაშორისო… ჩვენ ეს თუ არ გავაკეთეთ, ბავშვებო, ჩემო ახალგაზრდებო, ჩათვალეთ, რომ რა პარტია, ვისი მომხრე, იმისტი, ამისტი – ქართულ სახელმწიფოს ვკარგავთ.
საქართველო კარგავს მომავალს, გამორიცხულია, უბრალოდ ამას არ დავუშვებთ. ეს არ არის ის შემთხვევა, სადაც ვიღაც ბედავდა რაღაცის გაკეთებას, აქ არის ქართული სახელმწიფოს მიტაცება. ქართულ სახელმწიფოს ვერავინ მიიტაცებს, მით უმეტეს ოლიგარქი ივანიშვილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უარს ვამბობთ შესვლაზე, გამორიცხულია, რადგან ამორალურია, რომ ვინმემ ვიცხოვროთ ღირსებააყრილებმა, რომ მისი მარიონეტები ვიყოთ. მარიონეტი იქნები აბა, რა კანონსაც უნდა, იმას მიიღებს და შენ რომც არ აუწიო ხელი, მაინც მიღებული იქნება ეს კანონი. ამიტომ გამორიცხულია, რომ ასეთი უღირსი ვინმე იპოვოთ. ნახავთ, რომ კარგად წარიმართება ყველაფერი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ინსტიტუციების დახმარებით“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.