თაკო ჩარკვიანი - ჩვენი განხილვის თემა მაინც რჩება ახალი არჩევნები
თაკო ჩარკვიანი - ჩვენი განხილვის თემა მაინც რჩება ახალი არჩევნები

ჩვენი მოთხოვნა უპირველესია და ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება არჩევნებს, აქ წავა უკვე საუბარი რა თარიღი გამოჩნდება, ეს უკვე შეიძლება რაღაც დავის და განხილვის საგანი იყოს, მაგრამ საერთოდ არ ვისაუბროთ ახალ არჩევნებზე, ეს უბრალოდ შეცდომა იქნება, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

„მიხარია, რომ მცირე რაღაცების განხილვის დროს თუ არის აზრთა სხვადასხვაობა, ეს არ არის მნიშვნელოვანი განსხვავება ფუნდამენტალურ საკითხებთან დაკავშირებით. იმაზე უფრო მეტი პოლიტიკური კრიზისი, ვიდრე ის, რომ ხელისუფლება კონსტიტუციური ჩარჩოდან გავიდა და გააყალბა კონსტიტუციური უფლება, არ შეიძლება იყოს. შეიძლება ახლა არ ჩანს კორონას ფონზე, თორემ ეს, რომ შენ ვერ ეღირსები ვერც კოალიციურ მთავრობას, შესაბამისად, ვერც ანტიკორუფციულ რეფორმას, ამიტომ გვინდოდა, აბა პარლამენტში მე ხომ არ მინდოდა კარგი ხელფასისთვის შესვლა, მინდოდა რეფორმების გამო შესვლა. ჩვენი მოთხოვნა უპირველესია და ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება არჩევნებს, წავა უკვე საუბარი რა თარიღი გამოჩნდება, ეს უკვე შეიძლება რაღაც დავის და განხილვის საგანი იყოს, მაგრამ საერთოდ რომ არ ვისაუბროთ ახალ არჩევნებზე, ეს უბრალოდ შეცდომა იქნება. ჩვენი განხილვის თემა მაინც რჩება ახალი არჩევნები“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის განხილვებთან დაკავშირებით მოსახლეობის ყურამდე არასწორი ინფორმაცია მივიდა.

„პლებისციტის საკითხი ოპოზიციას არ დაუყენებია ცალკე, ეს დადგა მხოლოდ არჩევნებთან მიბმული“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.