ჩემი ფეხი არ იქნება ღირსებააყრილ პარლამენტში, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანი ცესკო-ს შენობის წინ განაცხადა.
როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და აუცილებელია ხმების დაცვა.
„კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას, ხმის უფლებას რომ წაგართმევენ, ამაზე დიდი შეურაცხყოფა არაფერი არ არის. გაყალბდა ისე, რომ ბალანსიც ვერ დასვეს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ იმ გაყალბებულითაც კი შესულები ვართ პარლამენტში, რადგან ასე მოგვიწია პროცენტით. ჩემი ფეხი არ იქნება ღირსებააყრილ პარლამენტში. რა უნდა ვაკეთო? რეფორმების მიღებას შევძლებ? დეპუტატობა რომ მდომოდა, აქამდე მოვახერხებდი. ჩვენ, რამდენიმე ადამიანს, დეპუტატის მანდატი გვიჭირავს, ვისთან? სულ ფეხებზე მკიდია მაგ რუსი ოლიგარქის დეპუტატობა ღირსებააყრილ პარლამენტში. მონები მოიკითხონ თავის გარემოცვაში. მოვუწოდებდი ოპოზიციას, არ იკადრონ, ქართულ სახელმწიფოებრიობას გაუფრთხილდნენ, საკუთარ თავს არ აკადრონ, ხალხს არ აკადრონ და იმ პარლამენტში არ შევიდნენ. სირცხვილი იქნება ამის გაკეთება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.