თაკო ჩარკვიანი - არავითარი მიშა და არავითარი გრიშა, საქართველო უპირველეს ყოვლისა
თაკო ჩარკვიანი - არავითარი მიშა და არავითარი გრიშა, საქართველო უპირველეს ყოვლისა

ახლა დაყოფა ღალატის ტოლფასია, არავითარი მიშა და არავითარი გრიშა, საქართველო უპირველეს ყოვლისა, – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, გაერთიანებულ ოპოზიციას ბოლომდე მიჰყვება.

„მე პირადად ღალატი არ მჩვევია და ბოლომდე მივყვები გაერთიანებულ ოპოზიციას. ახლა დაყოფა ღალატის ტოლფასია, არავითარი მიშა და არავითარი გრიშა, საქართველო უპირველეს ყოვლისა. ეს პარტია, რომელიც უკვე ჩამოვაყალიბე და მას ჰქვია „კანონი და სამართალი“ ზუსტად იმ ადამიანებისთვის იქნება კარები ღია, ვისაც კიდევ რაღაც ხინჯი აქვს ჩარჩენილი. ისინი ჩვენი ბრწყინვალე თანამოქალაქეები არიან, მობრძანდნენ ამ პარტიაში, ეს იქნება გარანტი, რომ გაგრძელდება ინსტიტუციური მშენებლობები, რაც დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. არ განმეორდება ის დანაშაულებრივი ქმედებები, რაც იყო ხელისუფლების დროს. თქვენი იმედით ვართ, ჩვენ არავინ არ ვართ თქვენს გარეშე, სრულიად არავინ არ ვართ. ჩვენ ერთი რამ გვაერთიანებს, რაზეც მე გავიზარდე და ეს რაღაც არის, „მთავარი მაინც მამული არის, განსაცვიფრებლად არის მთავარი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.