თაკო ჩარკვიანი - არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები?
არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები? რატომ? პოლონეთში ჩვენზე ნაკლებად მოაზროვნენი არიან, დრამატულ თეატრთან რომ 300 „მატრასი“ ლეიბი დაყარეს პატრიოტებმა, ისე რომ არ უღლიცინიათ, როგორც ზოგიერთმა „აქოურმა“ კომფორტს მორგებულმა „ზარმაცმა“ ოპოზიციონერმა იღლიცინა. მახსოვს, ყოფილი ხელისუფლების დროს ოთხი თვე გარეთ კარვები იყო გაშლილი, – ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
ჩარკვიანის თქმით, „სახლებიდან ქუჩაში კი არა, ქვეყნიდან გაყრიან, პატრიოტებს ცოტა ხანში“.
„ჰოდა, გახარია რომ ოპოზიცია გეგონება, სახლებიდან ქუჩაში კი არა, ქვეყნიდან გაყრიან, პატრიოტებს ცოტა ხანში. კარვები და ლეიბები „ტეხავს“ რუსთაველზე? რუსთაველზე გასვლა არააქტუალურია? როგორც ერთმა პოლიტლუზერმა თქვა, ჰოდა „ბულკებზე“, ფუნთუშებზე გაზრდილ საბა ბუაძეს, ამერიკულ ძვირად ღირებულ მუსტანგზე ამხედრებულ ხაზარაძეს და ბიძინა ივანიშვილის გახარიას იმედად დარჩენილი ვინც არის, ან პოლიტიკურად ბეცია, ან „ნეტარი“. მოქალაქეების გამოსახლების კადრებს ვუყურებდი და სიმწრისგან (შემზარავ კადრებს) გალაკტიონი მომაგონდა – „ქუჩაში მტვერში წაიქცა ბავშვი, თმით მიმოზებით ნუკრის თვალებით, შეშლილი სახით კიოდა ქუჩა, შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა“. მტვერში, ქუჩაში, მტრის გარემოცვაში დარჩენილია საქართველო! ტფუ!“ – წერს ჩარკვიანი.