თაკო ჩარკვიანი - არ გამოგვყავდა კორონავირუსის პიკის დროს მოსახლეობა ქუჩაში, რადგან ძალიან ვღელავდით, მეცოდება ეს ხალხი
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მოსახლეობა აქციებზე გამოსვლას იწყებს და მომავალში აქტიურობის გაზრდას ელოდება. მისივე თქმით, ოპოზიციას ხალხი ქუჩაში კორონავირუსის გამო არ გამოჰყავდა.
კითხვაზე, თუ ოპოზიციამ მოსახლეობა დაარწმუნა, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ ქუჩაში რატომ არ გამოვიდა ხალხი, ჩარკვიანი აცხადებს, რომ მას მოსახლეობა ეცოდება, რადგან პანდემიაა.
„მოსახლეობა გამოდის უკვე. გამოვლენ. არ გამოგვყავდა პიკის დროს, რადგან ძალიან ვღელავდით. ბევრი ადამიანი, მაგალითად ჩემი სამეგობროდან, უმძიმეს მდგომარეობაშია, რომელიც თავგადადებული ოპოზიციაა. მეცოდება ეს ხალხი ძალიან. მთელმა მსოფლიომ აცრები მოაგვარა, სოციალური მოგვარებული აქვს. მსოფლიოში არავის გამოუგონებია სხვა სტრატეგია, მექანიზმი. ჩვენ რომ გვეკითხებიან, რა იყო თქვენი გეგმაო, ჩვენი გეგმა იყო ეს, რომ არ გავუპრავეთ გაყალბებული არჩევნები აღვირახსნილ ხელისუფლებას. საკანონმდებლო ორგანოში რომ შევიდე, საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო, ფუნდამენტურ ცვლილებებს ვერ ვახერხებთ და რატომ უნდა შევსულიყავით“, – განაცხადა ჩარკვიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.