თაკო ჩარკვიანი - სააკაშვილის დაბრუნებისთვის მოძრაობაში დარეგისტრირებულთა რაოდენობა 76 000-ს გადასცდა, არ არის საუბარი ჭიდაობაზე, საინტერესოა თავად ფაქტი, რომ ასეთი რაოდენობა გროვდება, აკეთებს ჯაჭვს
თაკო ჩარკვიანი - სააკაშვილის დაბრუნებისთვის მოძრაობაში დარეგისტრირებულთა რაოდენობა 76 000-ს გადასცდა, არ არის საუბარი ჭიდაობაზე, საინტერესოა თავად ფაქტი, რომ ასეთი რაოდენობა გროვდება, აკეთებს ჯაჭვს

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განაცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად შექმნილ მოძრაობაში დარეგისტრირებულთა რაოდენობა უკვე  76 000-ს აჭარბებს.

ჩარკვიანის თქმით, ამავდროულად, მომზადდა წერილი, რომელიც საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა მიიღო და სადაც საუბარია, რომ ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება აქვს სააკაშვილსაც, ისევე როგორც ყველა ადამიანს.

„76 000-ს გადასცდა, 71 000 იყო გუშინ დილის მონაცემით. წერილი, რომელიც გავამზადეთ, ვინც არსებობს საქართველოში, დიპლომატიურ კორპუსს ვგულისხმობ, სრულიად ყველამ მიიღო, ყველა ელჩმა. 76 000 არის ონლაინ დარეგისტრირებული, ანუ მე არ გესაუბრებით მომსვლელზე, გესაუბრებით ონლაინ დარეგისტრირებაზე, წარმოუდგენელი რამ ხდება. ჯერ ერთი, რომ ეს არ არის პარტია, ეს არის მოძრაობა. რატომ დაიბადა ეს იდეა? რა მდგომარეობაშიც ახლა ქვეყანა და ჩვენი მართლმსაჯულება არის, ამ ყველაფერმა განაპირობა ეს წერილიც მათ შორის.

მგონია, მე თავად ძალიან პატიოსანი ოპოზიციონერი ვარ, რადგან ყოფილი ხელისუფლების დროსაც ოპოზიციაში ვიყავი და არც პარტია „ქართული ოცნების“ წევრი არასდროს ვყოფილვარ. დიპლომატებს ვწერთ, რომ გამომდინარე ნდობის დაკარგვისა, იმისა, რომ აშშ-ის სენატში საუბარია, რომ კლანურია ჩვენი სასამართლო, და რომ როგორც კი რეფორმებზე დავიწყეთ ოპოზიციამ პარლამენტში საუბარი, იმწამსვე „ოცნების“ ხელისუფლება გავიდა შარლ მიშელის მოლაპარაკებიდან, რადგან მათ არ სურთ მართლმსაჯულება, ვინაიდან არარეფორმირებული მართლმსჯაულება არის ზუსტად იმ უკანონობას და კორუფციას რასაც ფარივით იცავს და იფარავს, ამიტომ, ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის თანახმად, გარკვევით წერია – სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება. ამის უფლება აქვს სააკაშვილსაც და ყველას. ყოფილ პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ მან გამოიყენოს ევროპული კონცენციის მეექვსე მუხლი. ჩამოსვლაზე პასუხიმგებლობას ბუნებრივია ის ადამიანი თავად იღებს, რადგან მან განაცხადა, რომ ჩამოსვლა უნდა. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ კანონი იქნება დაცული, იმიტომაც წავედით ევროპული კონვენციით. არის დაცვის სხვადასხვა ფორმა“, – განაცხადა თაკო ჩარკვანმა.

კითხვაზე, „ცოცხალ კორიდორს გააკეთებთ, რომელსაც პოლიცია ალბათ ძალიან მარტივად გააღღვევს?“, – ჩარკვიანი პასუხობს: „რა თქმა უნდა. აქ არ არის ჭიდაობაზე საუბარი. მთელმა მსოფლიომ რომ დაინახა ის ცნობილი ჯაჭვი 2008 წელს, განა, პუტინის ჯარს ვედექით ამ ჯაჭვით, ან პოლიციის გარღვევას და არ გარღვევას ველოდებოდით? აქ საინტერესოა ფაქტი, რომ იმდენად უნდობლობით არის ხალხი განმსჭვალული, ასეთი რაოდენობის ხალხი გროვდება, აკეთებს ჯაჭვს, დიპლომატთა კორპუსს ურიგდება, ძალიან კვალიფიციურ იურისტებთან ერთად გავაკეთეთ ჩვენ ეს წერილი. მე არ ვაპირებ არავის გაპრავებას, მე ვამბობ, რომ ყოფილ პრეზიდენტსაც აქვს იმდენი გაკეთებული საქართველოში სახელმწიფოს შენების თვალსაზრისით, რომ მივცეთ უფლება, გამოიყენოს სამართლიანი სასამართლოს უფლება. ვერაფრით ვერ დავუშვებ, მითუმეტეს დღევანდელი ჯოჯოხეთური საქართველოდან რომ ვუყურებ, ამ ხალხს ტყუილ-მართლით აზელილი ბრალდებებით გავასამართლებინოთ ყოფილი პრეზიდენტი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.