ტაჯიკეთში მიწისძვრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დაზიანებულია 20 საცხოვრებელი სახლი და ელექტროგადამცემი ხაზები.
მიწისძვრა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. ბიძგების სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდას აღწევდა.
ყველაზე მეტად დაზარალდა ტაჯიკაბადსკის რაიონში მდებარე დასახლებები.
ტაჯიკეთის პრეზიდენტის განკარგულებით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელშიც სათავეში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უდგას. კომისიის წევრები სტიქიის შედეგად დაზარალებულ დასახლებებს მოინახულებენ და ზარალს აღრიცხავენ.