ტაჯიკეთში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ტაჯიკეთში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ტაჯიკეთში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 08:37 წუთზე 10 კილომეტრის სიღრმეში ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარე კაშგარისა და არტუქსის რეგიონებში მოხდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.