ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის 21-ე სამიტი დაიწყო
ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის რიგით 21-ე სამიტი დაიწყო, რომელშიც წევრებისა და დამკვირვებლების ჩათვლით 12 სუბიექტი მონაწილეობს.
ტაჯიკეთის გარდა, სამიტის გახსნას ადგილზე დაესწრნენ ყირგიზეთის, ყაზახეთის, ბელარუსის, პაკისტანის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები, ხოლო რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და მონღოლეთის ლიდერებმა სამიტის გახსნაში მონაწილეობა ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიიღეს.
სამიტის ფარგლებში მხარეები გაცვლიან შეხედულებათა ფართო სპექტრს, მათ შორის ავღანეთზე, რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობაზე და ერთობლივ ღონისძიებებზე კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად. სამიტის დასრულების შემდეგ მხარეები გეგმავენ ირანის ისლამური რესპუბლიკის, როგორც „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სრულუფლებიანი წევრობის განხილვის პროცესის დასრულებას, ასევე ეგვიპტის, ყატარისა და საუდის არაბეთისთვის დიალოგში მონაწილე პარტნიორის სტატუსის განხილვას.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ხელმძღვანელები ასევე იმსჯელებენ ამ გაერთიანების მომდევნო გენერალური მდივნის და ანტიტერორისტული კომიტეტის დირექტორის კანდიდატურებზე.