ტაივანში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა, უილიამ ლაიმ გაიმარჯვა
ტაივანში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა, უილიამ ლაიმ გაიმარჯვა.
ამას ადასტურებს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია. მათივე ცნობით, ლაიმ 5 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაივანის ახალი პრეზიდენტი ის იქნება.
ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გამარჯვებულმა ლაიმ პირობა დადო, რომ დაიცავს ტაივანს ჩინეთის საფრთხისგან და შეინარჩუნებს სტატუს კვოს.
მისივე თქმით, ტაივანის სრუტეში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობაა. ლაის განცხადებით, მისი მთავრობა კონფრონტაციას არ აპირებს და დიალოგის გზას აირჩევს.
„ჩვენი ქმედებებით ტაივანელმა ხალხმა წარმატებით გაუწია წინააღმდეგობა გარე ძალების ძალისხმევას, ზეგავლენა მოეხდინათ ჩვენს არჩევანზე. გვჯერა, რომ მხოლოდ ტაივანელ ხალხს აქვთ უფლება, აირჩიოს საკუთარი პრეზიდენტი“, – განაცხადა უილიამ ლაიმ.
ულიამ ლაის მთავარმა კონკურენტმა, ჰოუ იუიმ დამარცხება უკვე აღიარა და გამარჯვებულს მიულოცა.