ტაივანისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის გამო ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს „მცდარ და სახიფათო“ გზაზე მოძრაობა
ტაივანისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის გამო ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს „მცდარ და სახიფათო“ გზაზე მოძრაობა. როგორც ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ტან კეფეიმ თქვა, შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს ტაივანთან ყველა სახის „სამხედრო შეთანხმება“.
„ტაივანის საკითხი ეხება ჩინეთის ძირითად ინტერესებს და არის წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში“, – განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ტან კეფეიმ.
გასულ კვირას აშშ-მა ტაივანისთვის 345 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა.