ტაივანის პრეზიდენტის ლაი ცინ-დეს განცხადებით, ჩინეთს არ აქვს უფლება, დასაჯოს ტაივანელი ხალხი თავიანთი შეხედულებების გამო.
მისი თქმით, „დემოკრატია დანაშაული არ არის, ავტოკრატიაა რეალური ბოროტება“.
როგორც მედია წერს, ამ განცხადებით ტაივანის პრეზიდენტი ეხმაურება პეკინის მიერ შემოღებულ ახალ სამართლებრივ რეგულაციებს, რომლებიც ასევე ითვალისწინებს სასიკვდილო განაჩენსაც ზოგიერთი „კერკეტი“ სეპარატისტისთვის, რომელიც ტაივანის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს.
ტაივანის პრეზიდენტი აფრთხილებს ჩინეთს, რომ მხარეებს შორის ურთიერთობები გაუარესდება, თუ პეკინი არ აღიარებს ტაივანს, რომლის ოფიციალური დასახელებაა „ჩინეთის რესპუბლიკა“. ლაი ცინ-დეს განმარტებით, ასევე მოუწოდებს პეკინს, ჩაერთოს ტაივანის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან დიალოგში.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.